Nokia 3710 fold - ციფრული უფლებების მენეჯმენტი

background image

ციფრული უფლებების მენეჯმენტი
შინაარსის მეპატრონეს შეუძლია გამოიყენოს ციფრული უფლებების მენეჯმენტის (DRM) სხვადასხვა

ტექნოლოგიური საშუალება, რათა დაიცვას თავისი ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო უფლების

ჩათვლით. ეს მოწყობილობა იყენებს სხვადასხვა ტიპის DRM პროგრამულ უზრუნველყოფას, რომ მიიღოს DRM-

ით დაცული ელემენტები. ამ მოწყობილობით შეგიძლიათ გახსნათ შინაარსი, რომელიც დაცულია შემდეგით:

WMDRM 10, OMA DRM 1.0, OMA DRM 1.0 forward lock, და OMA DRM 2.0. თუ ზოგიერთი DRM პროგრამა ვერ

შეძლებს შინაარსის დაცვას, შინაარსის მეპატრონეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ამ DRM პროგრამას გაუუქმდეს

ახალი DRM-ით დაცულ ელემენტზე წვდომის უნარი. ამ გაუქმებამ შეიძლება ასევე შეუშალოს ხელი თქვენს

მოწყობილობაში მყოფი, ამ DRM-ით დაცული ელემენტის განახლებას. ასეთი DRM პროგრამის გაუქმება გავლენას

არ იქონიებს სხვა ტიპის DRM-ით დაცული, ან DRM-ით დაუცველი ელემენტების გამოყენებაზე.

ციფრული უფლებების მენეჯმენტით (DRM) დაცულ ელემენტს აქვს ლიცენზია, რაც განსაზღვრავს თქვენს

უფლებას ამ ელემენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

თუ თქვენს მოწყობილობას აქვს OMA DRM-ით დაცული შინაარსი, ლიცენზიისა და შინაარსის დასარეზერვებლად

გამოიყენეთ Nokia PC Suite-ის შესაბამისი ფუნქცია.

გადატანის სხვა მეთოდებით შეიძლება არ გადავიდეს ლიცენზია, რომლის აღდგენაც დაგჭირდებათ შინაარსთან

ერთად, რათა შეძლოთ OMA DRM-ით დაცული შინაარსის გამოყენება მას შემდეგ, რაც დააფორმატებთ

მოწყობილობის მეხსიერებას. შესაძლოა, აგრეთვე დაგჭირდეთ ლიცენზიის აღდგენა, თუ მოწყობილობაში

შენახული ფაილები დაზიანდება.

თუ მოწყობილობაში გაქვთ WMDRM-ით დაცული შინაარსი, მეხსიერების დაფორმატების შემთხვევაში დაკარგავთ

როგორც ლიცენზიას, ასევე შინაარსს. ლიცენზიები და შინაარსი შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაკარგოთ, თუ თქვენს

მოწყობილობაში ფაილები დაზიანდება. ლიცენზიების ან შინაარსის დაკარგვით შეიძლება ვეღარ შეძლოთ თქვენს

მოწყობილობაში მყოფი იმავე შინაარსის შეუზღუდავად გამოყენება. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

თქვენი სერვისის პროვაიდერს.

ზოგიერთი ლიცენზია შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტულ SIM-ბარათთან და დაცულ შინაარსთან

წვდომა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც SIM-ბარათი ჩადებული იქნება მოწყობილობაში.