მეხსიერების ბარათის ჩადება და ამოღება
გამოიყენეთ მხოლოდ თავსებადი microSD ბარათები, რომელიც Nokia-ს მიერ
ნებადართულია ამ მოწყობილობასთან გამოსაყენებლად. Nokia იყენებს
მეხსიერების ბარათებისთვის მიღებულ სამრეწველო სტანდარტებს, მაგრამ
ზოგიერთი მარკა შეიძლება არ იყოს სრულად თავსებადი ამ
მოწყობილობასთან. თუ ბარათი არათავსებადია მოწყობილობასთნ, ამან
შეიძლება დააზიანოს როგორც ბარათი, ისე აპარატი და დაზიანდეს ბარათზე
შენახული მონაცემები.
თქვენი აპარატი ოპერირებს microSD ბარათების საშუალებით, რომელთა
მაქსიმალური ტევადობაა 8 გბ. ერთი ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2
გიგაბაიტს.
მეხსიერების ბარათის ჩადება
8
დასაწყისი
1 გამორთეთ აპარატი, მოხადეთ უკანა საფარი და ამოიღეთ კვების
ელემენტი.
2 ჩაწიეთ მეხსიერების ბარათის დამჭერი, რომ გათავისუფლდეს.
3 გახსენით ბარათის დამჭერი და ჩადეთ მეხსიერების ბარათი ბუდეში,
საკონტაქტო ზედაპირით შიგნით.
4 დახურეთ ბარათის დამჭერი და ჩაწიეთ, რომ ჩაიკეტოს.
5 ისევ ჩადეთ კვების ელემენტი და დაახურეთ უკანა საფარი.
მეხსიერების ბარათის ამოღება
1 მოწყობილობას მოხსენით უკანა საფარი და ამოიღეთ კვების ელემენტი.
2 გახსენით მეხსიერების ბარათის დამჭერი და ამოიღეთ მეხსიერების
ბარათი. დახურეთ მეხსიერების ბარათის დამჭერი.
3 ისევ ჩადეთ კვების ელემენტი და დაახურეთ უკანა საფარი.